12:29 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 19:23:51, 872 ნახვა

სამართალი
ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის სასამართლოზე

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის თაობაზე გამართულ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და ტელეკომპანია კვლავ ქიბარ ხალვაშს დარჩა.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაკეთილსინდისიერია.

„დღეს, სასამართლომ ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, რომ როცა ნორმალური სასამართლო იქნება, ახლადაღმოჩენილი გარემოების გამო, დავიბრუნოთ „რუსთავი 2“ და შევიდეთ კვლავ ამ საქმის განხილვაში. როგორ? მან თქვა, რომ ქიბარ ხალვაშსა და აქიმიძე/დვალს შორის, უშუალოდ ამ ორ ადამიანს შორის გაფორმებული კონტრაქტით, ქიბარ ხალვაში კეთილსინდისიერი შემძენი იყო.

ახლა გაიხსენეთ, რა მოხდა „რუსთავი 2“-ზე, 2006 წლიდან, ათი თუ თოთხმეტი მფლობელი იყო შეცვლილი, ათი წელი იყო გასული და იმაზე თქვა, რომ ყარამანიშვილი არ არის კეთილსინდისიერი შემძენიო. ამ ქვეყანაში სამართალი არსებობს? არ არსებობს თავისთავად ცხადია. უნდა ჩამოყალიბდნენ, ან დვალი და აქიმიძე იყო მართალი, ან ყარამანიშვილი, ან ორივე. საქმე იმაშია, რომ ორივე შემთხვევაში ქიბარ ხალვაშია მტყუანი და ორივე შემთხვევაში ქიბარ ხალვაშმა გაიმარჯვა. ეს არის ამ ქვეყნის მართლმსაჯულების კვინტენსეცია" - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics