|
2021-12-06 14:40:15, 703 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - 2022 წლის ბიუჯეტში რესურსები მიიმართება, როგორც სოციალური მხარდაჭერისთვის, ისე ეკონომიკის განვითარებისთვის
2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების გაზრდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მაქსიმალურად მოხდა პარლამენტში გამოთქმული წინადადებების/შენიშვნების გათვალისწინება და განახლებული პროგნოზების ფარგლებში მოძიებული დამატებითი რესურსები მიიმართება, როგორც მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერისთვის, ისე ეკონომიკის განვითარებისთვის. როგორც მან აღნიშნა, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით, ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22/44 ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადებისა და სოფლის ექიმების/ექთნების ანაზღაურების 10%-იანი ზრდა, გათვალისწინებულია, ასევე, სახსრები მუნიციპალიტეტებში არსებული სასწრაფოს ბრიგადების ხელფასების თბილისში არსებულ ხელფასებთან გათანაბრებისთვის, გათვალისწინებულია ჯანდაცვის ახალი პროგრამების დაფინანსება, მათ შორის, სპინალური ატროპიის მქონე ბავშვთა დახმარების, დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის მუდმივი მონიტორინგის თანამედროვე აპარატების შესყიდვა, ასევე, გათვალისწინებულია ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციების თანადაფინანსება, ასევე, გაზრდილია ბავშვთა ზრუნვის პროგრამების დაფინანსება, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების ანაზღაურება, გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ასევე, მანდატურებისა და სოციალური მუშაკების ხელფასების ზრდა. 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია სოციალურად დაუცველი თითოეული ბავშვის დახმარების 50 ლარიდან 100 ლარამდე გაზრდილი სოციალური დახმარების დაფინანსებასთან, COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი განსაზღვრულია 500.0 მლნ ლარით, დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის გამოყოფილია ჯამურად 114,2 მლნ ლარი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე - ჯამში 194.1 მლნ ლარამდე. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია - 73.6 მლნ ლარამდე, მეწარმეობის განვითარებაზე - 273.5 მლნ ლარამდე, ერთიანი აგროპროექტისთვის - 261.7 მლნ ლარი, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი შეადგენს - 300.0 მლნ ლარს.
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)