|
2021-12-05 16:28:32, 919 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი აზიარა - ამ რიტუალით ადამიანს დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება
აღსარება თქვა, ეზიარა და დღეს 7-ჯერ იცხო ზეთი, ახალი აღთქმის 7 საიდუმლოდან 6 მიღებული აქვს,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულების შემდეგ განაცხადა. მიტროპოლიტის თქმით, ექსპრეზიდენთან მისი თხოვნის საფუძველზე მივიდა და 7-გზის ზეთისცხების საიდუმლო აღავლინა, რომლითაც ადამიანის ფიზიკური განკურნებაც ხდება და დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება. მეუფე ნიკოლოზის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი უფრო სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე მისი პირველად მონახულებისას. „დღეს გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. მისი თხოვნა იყო, რომ მე მას შევუსრულე საიდუმლოება. ახალი აღქმის 7 საიდუმლოება არსებობს და მე-6, რომელიც მას არ ჰქონდა მიღებული, ეს არის ზეთის კურთხევის საიდუმლო და ეს არის ლოცვები, რომელზეც მე ორი საათი მჭირდება ხმამაღლა რომ წავიკითხო. ამბობენ, რომ ამ რიტუალით ადამიანის ფიზიკური განკურნებაც ხდება და დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება. ძალიან საინტერესო ლოცვებია. მე ღრმად მწამს, რომ ეს მის ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს. მომეჩვენა ძალიან დასუსტებული იმასთან შედარებით რაც პირველად ვნახე ჯერ, მერე მეორეჯერ ვაზიარე ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 40 დღე იყო შიმშილობის გასული, მაშინ უფრო მომეჩვენა ფიზიკურად უკეთესად. მე გავაკეთე საქმე, შვიდჯერ ვაცხე ზეთი. მე გახლავართ მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი და ყოველ ჩემს სამღვდელო მოქმედებაზე ლოცვა-კურთხევის აღება, არ შედის ჩემს მოვალეობაში. მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანახმე მისი ზიარება და რადგან მივიღე უფლება, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მაქვს სხვა წესების შესრულების უფლებაც უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. აღსარება თქვა, ეზიარა და დღეს 7-ჯერ იცხო ზეთი. ახალი აღთქმის 7 საიდუმლოდან 6 მიღებული აქვს". - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)