16:45 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 16:36:48, 947 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - პატივს ვცემ ირაკლი კობახიძის ცოდნას, მეც მაქვს განათლება კონსტიტუციურ სამართალში

მეც პირადად მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში, - ასე პასუხობს საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი "ქართული ოცნები" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას.

"პატივს ვცემ ბატონ ირაკლი კობახიძის ცოდნას და საექსპერტო გამოცდილებას, ასევე, სხვა ბევრი კონსტიტუციონალისტის ცოდნას და გამოცდილებას, ვისაც შევხვედრივარ და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მართლაც გაუმართლა, რომ ძალიან ბევრი განათლებული კონსტიტუციონალისტი და იურისტი ჰყავს. ასევე, მეც პირადად მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში და მიმუშავია სხვადასხვა ადგილას კონსტიტუციის შექმნის პროცესში დავხმარებივარ. გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი, მნიშვნელოვანი ასპექტები და ასე შემდეგ. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე და მაგალითზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის საუკეთესო," - ამბობს კელი დეგნანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი კი, რომელიც საარჩევნოდ 5%-იანი ბარიერის დატოვებას არ ეთანხმება, არ არის საკითხის ექსპერტი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics