|
2021-12-03 10:29:14, 883 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს წევრად პირველად აირჩიეს, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის და ქართული ტურიზმისთვის, რადგან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა საქართველო ამ ორგანიზაციის წევრად აღმასრულებელ საბჭოში" - ამის შესახებ ნათია თურნავამ მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც, საქართველო, თავისი ისტორიის მანძილზე პირველად, 4 წლის ვადით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოსთვის ეს არის ძალიან საპატიო წევრობა, რადგან ამ ორგანიზაციაში 200-მდე ქვეყანაა გაწევრიანებული და მხოლოდ 35 ქვეყანა შეადგენს აღმასრულებელ საბჭოს, სადაც საქართველო ევროპის ქვოტით არის დამტკიცებული. „4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით აღმასრულებელი საბჭოს წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, შევძლებთ, გარკვეული პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ გლობალური ტურიზმის განვითარებაზე, მის აღდგენაზე კოვიდ-პანდემიის პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვისაც იქნება პოზიტიური, რადგან ისეთ ცვლილებებს გავატარებთ, რომლებიც მთლიანად, მსოფლიო ტურიზმსაც არგებს და, ცხადია, საქართველოსთვისაც იქნება მნიშვნელოვანი" - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, მეტი პოპულარიზაცია, მეტი უსაფრთხო ტურიზმი, საქართველოს ღირსშესანიშნაობების მეტი გაცნობა მთელი მსოფლიოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს. საქართველო თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეძლებს დაიცვას როგორც შავი ზღვის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ინტერესები ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)