|
2021-12-02 12:53:42, 902 ნახვა
ეკონომიკა
FAO - ხორბლის და რძის პროდუქტების ფასი მსოფლიოში მეოთხე თვეა იზრდება
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთი ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი და ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, ნოემბერში 1.2 %-ით გაიზარდა და 134.4 ქულა შეადგინა. გასული წლის ნოემბერთან შედარებით, ინდექსი 27.3 %-ითაა გაზრდილი. მეოთხე თვეა, რაც ფასების ინდექსის მაჩვენებელი გლობალურად იზრდება. ის ყველაზე მაღალია 2011 წლის ივნისის მონაცემების შემდეგ. ნოემბრის თვეში, FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა, საერთო ჯამში, 3,1%-ით მოიმატა. სიმინდის ექსპორტის ფასი მცირედით გაიზარდა, ხოლო ბრინჯის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე, ძირითადად, სიმყარეს ინარჩუნებს. ფასების ზრდა გამოიწვია გაზრდილმა მოთხოვნამ, მაშინ, როცა პროდუქციის, განსაკუთრებით, მაღალი ხარისხის ხორბლის მიწოდება შემცირდა. ფასების ზრდის მიზეზებს შორის იყო მოულოდნელი წვიმა ავსტრალიაში და რუსეთის ფედერაციის საექსპორტო აქტივობებში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებული გაურკვევლობა. FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმა, წინა თვესთან შედარებით, 0.3%-ით იკლო. ფასის შემცირებას ხელი შეუწყო სოიოსა და რაფსის ზეთების ღირებულებისა და ნედლი ნავთობის ფასის შემცირებამ. არ შეცვლილა პალმის ზეთის საერთაშორისო ფასი. ყველაზე მეტად, ნოემბერში FAO-ს რძის პროდუქტების ფასის ინდექსი გაიზარდა - 3.4 %-ით. ნოემბერში კვლავ დიდი მოთხოვნა იყო კარაქისა და რძის ფხვნილების გლობალურ იმპორტზე. ოქტომბერთან შედარებით, 0,9%-ით შემცირდა FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი. ამ მაჩვენებლის კლება ჩინეთის მხრიდან ღორის ხორცის შემცირებულმა შესყიდვებმა განაპირობა. ასევე, მკვეთრად შემცირდა ცხვრის ხორცის ფასი მაშინ, როცა ავსტრალიიდან საექსპორტო მიწოდება გაიზარდა. მსხვილფეხა რქოსანთა და ფრინველის ხორცის ფასი სტაბილური იყო. 1,4%-ით გაიზარდა FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით. ეს დაახლოებით 40%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელი. ცვლილების მთავარი მიზეზი ეთანოლის გაზრდილი ფასები იყო. თუმცა, მაჩვენებლის მომატებაზე ასევე გავლენა მოახდინა მოცულობითმა სატვირთო გადაზიდვებმა ინდოეთიდან და ტაილანდის შაქრის ექსპორტის პოზიტიურმა პერსპექტივამ.
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)