|
2021-12-01 17:07:50, 922 ნახვა
ეკონომიკა
LUFTHANSA GROUP-ის რეგიონული მენეჯერი - ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ ჩვენი პროდუქტი საქართველოს ბაზარზე მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე LUFTHANSA GROUP-ის ახლად დანიშნულ რეგიონულ მენეჯერ, კარსტენ ცანგს შეხვდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი „ლუფტანზა ჯგუფის“ მიერ განხორციელებულ არაპირდაპირ ინვესტიციებს შეეხო. „საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც უცხოელი ვიზიტორებისთვის ბევრი სიახლის შეთავაზება შეუძლია და ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებსა და აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი პროდუქტი ქართულ ბაზარზე მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა კარსტენ ცანგმა, რომელიც სექტემბრიდან უკრაინაში, ბელარუსში, თურქმენეთსა და სამხრეთ კავკასიაში „ლუფტანზა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებს. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ბაზრისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ ეტაპზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში 7-ჯერ პირდაპირ რეგულალურ ფრენებს მიუნხენის მიმართულებით ავიაკომპანია „LUFTHANSA“ ასრულებს, ხოლო დულესდორფის მიმართულებით „ლუფტანზა ჯგუფში“ შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „EUROWINGS“. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, პირდაპირ რეგულარულ რეისებს გერმანიის სამ ქალაქში: ბერლინში, დორტმუნდსა და მემინგენში ავიაკომპანია „WIZZ AIR“ ასრულებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ გერმანელ ვიზიტორებში ძალიან პოპულარულია ე.წ. „ჰელი სკის“ მიმართულება, რასაც უცხოელ ვიზიტორებს საქართველოს სამთო კურორტები სთავაზობს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ტურიზმის სწრაფად აღდგება და სულ მალე დაუბრუნდება პანდემიანდელ ნიშნულს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „ვისაუბრეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელსაც განახლებული აეროპორტი ავიაკომპანიებს სთავაზობს. ასევე, გავაცანით იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალი“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ. „ლუფტანზა ჯგუფის“ რეგიონულ მენეჯერთან შეხვედრას საქართველოს აეროპორტების აღმასრულებელი მენეჯერი ანი ჩიქოვანი და ბიზნესგანვითარების მენეჯერი, ვაკო ჭილაშვილი ესწრებოდნენ.ღ
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)