17:06 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-01 16:59:45, 791 ნახვა

პოლიტიკა
გიული ალასანია – ჩემთვის სასამართლოზე მიშას გამოსვლა საინტერესო იყო, ბევრი რამ გავიგე, რაც არ ვიცოდი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისმა შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა და დედამ, გიული ალასანიამ მოინახულეს.

როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ექს–პრეზიდენტი სუსტად არის და ძირითადად, ზის. 

გიული ალასანიამ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლას საინტერესო უწოდა და აღნიშნა, რომ ბევრი რამ გაიგო, რაც აქამდე არ იცოდა. 

"დიდი განსხვავება ვერ შევატყვე. სუსტად არის, ძირითადად ზის. ეს ფერმენტები რაც გამოაცხადეს, როგორც ჩანს ასეა. მე მაგალითად, ძალიან ვღელავდი გუშინ, ვრცელი გამოსვლა ჰქონდა, გაძლო და ფეხზე იდგა, იმედია, რომ ხვალაც იგივე მოხდება. ჩემთვისაც გუშინდელი მაგის გამოსვლა იყო საინტერესო, ბევრი რამე ისეთი გავიგე, რაც არ ვიცოდი. ვფიქრობ, რომ გამოსვლის შემდგ დეტალების მოსმენის შემდგ, რაც 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მე მგონი შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს. განწყობილია, რომ იყოს პროცესზე,"- განაცხადა გიული ალასანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics