|
2021-11-30 15:07:05, 830 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი – კობახიძეს მიაჩნია, რომ საპყრობილეში ჩაგდებული ექს–პრეზიდენტის თრევა ევროპული საქციელია
ფრაქცია "ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ საქართველო "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გახდა. მისივე თქმით, კობახიძეს მცდარი წარმოდგენა აქვს თანამედროვე დემოკრატიულ ცივილიზაციაზე და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთანხმებული ხელშეკრულების უკან მიგდება, პირობითად ევროპული საქციელია. ამასთანავე, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, კობახიძეს მიაჩნია, რომ საპყრობილეში ჩაგდებული ქვეყნის ექს–პრეზიდენტის თრევა ევროპული საქციელია. ‘’ბატონი კობახიძე გამოდიოდა სიტყვით და საუბრობდა იმაზე, რომ საქართველო არის თურმე, მისი შეხედულებით, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ამტკიცებს, რომ არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, საერთოდ ბატონ კობახიძეს რომ ვუსმენ, რომელსაც ხშირად მოაქვს თავი საკუტარი განათლებით ევროპაში მგონია, რომ გერმანიაში აქვს განათლება მიღებული მაგრამ დაახლოებით 1933–45 წლამდე, ისტორიულლ პეროდში, მესამე რეიხის დროს ისეთი უცნაური წარმოდგენა აქვს ამ ევროპაში განათელბულ ადამიანს იმაზე რა არის თანამედროვე ევროპული დემოკრატიული ცივილიზაცია, ბატონ კობახიძეს როგორც ჩანს მიაჩნია დილეგში და საბყრობილეში ჩაგდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თრევა და მის მიმართ არაადამიანური მოქცევა, ეს არის ევროპული საქციელი, ბატონ კობახიძეს როგორც ჩანს მიაჩნია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთანხმებული ხელშეკრულების უკან მიგდება, ევროპისთვის არის ევროპული საქციელი, ბატონ კობახიძეს მიაჩნია როგორც ჩანს, რომ კარდაკარ სიარული ევროპაში და დამტკიცება იმის, რომ ქვეყანაში უკანასკნელი ბასტიონი, დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინტიტუციის, სახახლო დამცველის სახით რეალურად ‘’ერთოანი ნაციონალური მოძრაობის’’ სატელიტი პროექტი არის ევროპული საქციელი. როგორც ჩანს ბატონ კობახიძეს ისიც სჯერა, რომ პუტინის სურათის ტრიალისთვის სატელევიზიო სივრცეში უნდა დააჯარიმო დამოუკიდებელი ტელევიზია და ეს არის ევროპული საქციელი, ალბათ იმისაც გჯერათ რომ თქვენი პოლიტიკური პროკურატურა, როდესაც ემუქრება დამოუკიდებელ ტელევიზიას საგამოძიებო სიუჟეტისთვის ესეც არის სწორედ ისეთი საქციელი, რომელიც არის კარგი მაგალითი ევროპული სტანდარტების, ალბათ იმისაც გჯერათ, რომ ეს ქვეყანა შედის ათ ყველაზე სახიფათო ქვეყანაში კოვიდის გავრცელების თალსაზრისით, ესეც ევროპული სტანდარტია და განათლების სტანდარტით მსოფლიოში გამოკითხული ქვეყნებიდან ყველაზე ქვემოთ, დაბალ ათეულში ყოფნა ალბათ ესეც ევროპული სტანდარტია, უცნაური წარმოდგენა გაქვთ რა არის ევროპული სტანდარტი ამიტომ ახლა აქ არ არის საჭირო, კოლეგებს მივმართავ ქალბატონ ბოჭორიშვილს, ტყუილების საუბარი საქართველოს პარლამენტში თქვენგანაც კი ‘’ქართული ოცნების’’ წარმომადგენლებისგან არის უხერხული", – განაცხადა სამადაშვილმა.
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
TASS: რუსეთი საქართველოსგან თელავში მომხდარზე სათანადო სამართლებრივ შეფასებას ელის
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)