17:18 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 10:15:12, 545 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი – განვაგრძობთ გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლითაც საქართველო და უკრაინა ნატო–ს წევრები გახდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქვეყანა აგრძელებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან.

,,აშშ განაგრძობს 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამა ასახავს მათი ნატო-სკენ მიმავალი გზის დეტალებს“ , - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ამასთანავე, განცხადებაში წერია, რომ საქართველო და უკრაინა ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორები არიან.

,,საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან ,,გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის“ (EOP) წევრები, რაც აძლიერებს მათ თავსებადობასა და სასწავლო შესაძლებლობებს ნატოს მოკავშირეებთან ერთად“, - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics