17:20 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-30 09:51:35, 874 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე – ვინც ჯანსაღად ვაზროვნებთ, ყველა ვთანხმდებით, სააკაშვილი არის ბოროტი წარსული, პირსისხლიანი და სამარცხვინო

„სააკაშვილი უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

კალაძის თქმით, სააკაშვილი ბნელი წარსულია და ის ქვეყნის ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

„ვინც ჯანსაღად ვაზროვნებთ და სურვილი გვაქვს ამ ქვეყნის განვითარების, სურვილი გვაქვს ქვეყანაში ჯანსაღი პროცესების არსებობის, მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სააკაშვილი არის წარსული, ბოროტი წარსული, პირსისხლიანი და სამარცხვინო, შეიძლება ამ სიტყვებით შევაფასოთ. ეს უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ვერავინ ვერასდროს ამ ქვეყანაში, რაც უნდა მაღალი თანამდებობის პირი იყოს ან პოლიტიკოსი, ვერ უნდა გაბედოს ისე მოექცეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა ჩვენს მოსახლეობას. არასდროს უნდა დაბრუნდნენ ასეთი ადამიანები პოლიტიკაში და ქვეყნის მმართველობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics