17:19 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 14:51:55, 627 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული

რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული - რომ დამცლოდა, ლაზიკა უკვე აშენებული იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი თავარი კონცეფცია იყო, რომ რეგიონები უნდა განვითარებულიყო.

„ეს იყო ქვეყანა, რომელიც აშენებდა ახალ ქალაქებს. რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული, რომ დამცლოდა, ლაზიკა უკვე იქნებოდა აშენებული, ქუთაისი პრაქტიკულად ახალ ქალაქად იქცა, იმიტომ რომ რეგიონები უნდა განვითარდეს, ჩემი კონცეფცია იყო ის, რომ რეგიონები უნდა განვითარებულიყო. ქუთაისელები უნდა ამაყობდნენ იმით, რომ ძალიან მაგარ ქალაქში ცხოვრობენ და არა ჩამორჩენილ ადგილზე, რომელიც პრაქტიკულად, სოფლად აქციეს. პარლამენტში ძროხები ძოვენ. იმიტომ გადავიტანეთ იქ პარლამენტი, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო გადავიტანეთ, ლაზიკაში უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავარი ფინანსური ცენტრი“, - განახადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics