|
2021-11-29 14:07:37, 759 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ბევრი იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ, რამ უნდა აიძულოს ადამიანი თანამდებობა გადადოს და გადაეშვას მორევში
ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა დადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაღწევის შანსი პრაქტიკულად ძალიან დაბალია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლისას ზუსტად იცოდა, რომ შეიძლებოდა გზაში ვინმე მოეკლა ან დილეგში ჩაესვათ, საიდანაც მისი ცოცხლად გაშვების შანსი მინიმალური იქნებოდა. „არასდროს არ ვყოფილლარ ასე კარგად, როგორც ვიყავი უკრაინაში, სახლიც მქონდა, კარიც მაქვს, მაღალი ხელფასი, პატივისცემაც, მთელ მსოფლიოში ვკითხულობ ლექციებს, ყველა ამ ლექციებში მიხდიან ბევრ ფულს და ამგვარად მე ეს ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი, დროებით, ყოველ შემთხვევაში და ჩამოვედი საქართელოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ ჯერ ერთი შეიძლებოდა გზაში, ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც ეს უქნეს ზვიად გამსახურდიას, ან დილეგშში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოსვლის შანსი, როგორც ყველა დავრწმუნდით, არის მინიმალური. ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის ამ ყველაფერზე, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე, რამ უნდა აიძულოს ადამიანი ფუფუნებაზე, პატივისცემაზე, თანამდებობაზე, ევროპის ყევლაზე დიდ ქვეყანაში, გადადგოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავისს დაძვრენის შანსი არის ძალიან დაბალი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
TASS: რუსეთი საქართველოსგან თელავში მომხდარზე სათანადო სამართლებრივ შეფასებას ელის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)