|
2021-11-26 21:55:06, 1108 ნახვა
პოლიტიკა
დეპუტატ კახიშვილის კანონპროექტი ბავშვებში ეროვნული სულისკვეთების გაღრმავებისთვის
ქართული ოცნების დეპუტატი, კახა კახიშვილი სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშისა და გერბის განთავსებას ითხოვს. კახიშვილმა წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიღების აუცილებლობასაც "ახალგაზრდა თაობაში ეროვნული სულისკვეთების" გაღრმავებით ხსნის. "აღნიშნული კანონპროექტის მომზადების საფუძველი გახდა ის, რომ ჩემი აზრით, საჭიროა ჩვენს ახალგაზრდა თაობაში ეროვნული სულისკვეთების უფრო მეტად გაღრმავება და სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ პატივისცემის მიჩვევა ბავშვობის ასაკიდან. ჩვენ, ყველას, როდესაც საზღვარგარეთ დავდივართ, ევროპულ ქალაქებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძალიან მოგვწონს, რომ კერძო სახლებზეც კი სახელმწიფო დროშებია გამოფენილი და ეს ადამიანები უვლიან თავისი ქვეყნის სიმბოლოს და უბრალოდ უხარია თვალს, რომ მიდიხარ და ხედავ, რომ დროშის მიმართ ასეთი პატივისცემა აქვთ მოქალაქეებს. სამწუხაროდ, ამით ვერ ვიტრაბახებთ საქართველოში", — აცხადებს ის. გარდა ამისა, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სავალდებულო უნდა გახდეს სკოლებსა და ბაღებში სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსებაც. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ცვლილების შემდეგ ერთ დაწესებულებას დამატებითი ხარჯი წლის განმავლობაში ექნება დაახლოებით150 ლარის ფარგლებში. "ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ საბავშვო ბაღიდან დაიწყება სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ პატივისცემის დანერგვა ჩვენს მომავალ თაობებში. ბუნებრივია, ეს თავის ეფექტს იქონიებს და როდესაც ბავშვი საბავშვო ბაღის ასაკიდან, სკოლაში მიეჩვევა იმას, რომ პატივი უნდა სცეს სახელმწიფო დროშას, სახელმწიფო სიმბოლოებს, ის უკვე სხვა სტრუქტურით გაიზრდება, ამ სულისკვეთებით და უფრო მეტად იქნება ჩვენი პატარა ქვეყანა შეკრული. როდესაც ბავშვობის ასაკიდან ის მიეჩვევა იმას, როგორ უნდა სცეს დროშას პატივი, ჰიმნს და სიმბოლოებს, მერე შეიძლება სახლშიც მოითხოვოს, რომ დედა, მინდა, დროშა მიყიდო და საკუთარ სახლშიც გამოფინოს ის დროშა და მოუარონ", — განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კახა კახიშვილმა. ამასთან, დეპუტატის თქმით, შენობებზე, სადაც სახელმწიფო სიმბოლოები ამ ჟამად არის აღმართული, დროშები მოუვლელია და არ არსებობს ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ის სუფთა იყოს და არა "დაჭმუჭნული და ჩამოხეული". კახიშვილის აზრით, კანონში ცვლილებების შეტანა ამ პრობლემასაც დაარეგულირებს. "შევხედოთ, რა დღეშია დროშები. ზოგჯერ გადიხარ გამგეობასთან, უყურებ და ამ გამგეობას საერთოდ პატრონი ჰყავს? ასეთი გერბი როგორ შეიძლება იყოს ასეთი ცენტრალურ ფასადზე განთავსებული, რა სახით შედის გამგებელი. ამას ყველაფერს უყურებს და გული არ შესტკივა ამაზე და ერთი ბრძანება არ გასცა, რომ განაახლონ ან გერბი ან გახუნებული დროშა. ეგეთი ადამიანი საერთოდ არ უნდა იყოს იმ შენობაში, მე რომ მკითხო", — განაცხადა მან კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები კანონპროექტის "სულისკვეთებას" დაეთანხმნენ, თუმცა აქვთ რეკომენდაციები, რის შედეგადაც სხდომაზე გადაწყდა, რომ ინიციატივის ავტორი კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ამ საკითხებს განიხილავს და ცვლილებას ისევ წარადგენს.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)