17:46 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 17:18:30, 814 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - სააკაშვილის საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ

ჩვენ არ ვართ არც აქციების ორგანიზატორები და არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, რადგან ძალიან კონკრეტულად მაინტერესებს მათი ხედვა - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პროტესტს, რომელიც სამართლიანი მოთხოვნების შესაბამისი იქნება შეუერთდებიან.

„ჩვენ ორგანიზატორები რომ არ ვართ აქციების, ეს არ ნიშნავს, რომ სამართლიან მოთხოვნის სახით როცაა პროტესტი, მაგალითად სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ამაზე პოზიცია არ გვქონდეს, ან ჩვენი წარმომადგენლები არ შეუერთდნენ გარკვეულ აქციებს. ორგანიზატორი რომ არ ხარ ნიშნავს, რომ შენ არ ხარ იმ სტრატეგიაზე პასუხისმგებელი რაც დგას აქციების უკან, რომელ სტრატეგიასაც მე დეტალურად ვერც ვხედავ, აქედან გამომდინარე, პროცესი გვიჩვენებს, დღეს ეს პოზიცია გვაქვს და თუ დავინახავთ ისეთ ინიციატივას, რომელიც უკეთეს გამოსავალს აჩვენებს, მზად ვართ ვიმსჯელოთ ამაზე", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საინიციატივო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics