|
2021-11-25 12:22:29, 682 ნახვა
პოლიტიკა
TI - გამარტივებული შესყიდვით გაფორმებული კონტრაქტებიდან 33.8 მლნ ლარი „ოცნების“ და ზურაბიშვილის შემომწირველების კომპანიებზე მოდის
საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინორმაციით, 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე სახელმწიფომ სამშენებლო მომსახურების შესყიდვის 4,500-მდე კონტრაქტი გამარტივებული გზით გააფორმა. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია გამარტივებული შესყიდვის გზით სამშენებლო მომსახურებაზე გაფორმებული კონტრაქტებიდან 33.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები პარტია „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების კომპანიებზე მოდის. ამასთან ორგანიზაცია განმარტავს, გამარტივებული შესყიდვის გზით სახელისუფლო პარტიის შემომწირველებთან კონტრაქტების გაფორმება კორუფციულ გარიგებებზე აჩენს ეჭვს. "2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში პირდაპირი შესყიდვის გზით კონტრაქტები 72-მა ახლადდაფუძნებულმა კომპანიამ მიიღო. სახელმწიფო უწყებებმა მათ კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 6 თვეში გაუფორმეს. აღნიშნულ კომპანიებს ჯამში 200 კონტრაქტი გაუფორმდათ, რომელთა ჯამური ღირებულება 3.8 მლნ ლარია. კომპანიების ნაწილს და მათ მფლობელებს ბიზნეს საქმიანობის გამოცდილებაც კი არ გააჩნდათ. 43-მა კომპანიამ კონტრაქტები დაფუძნებიდან 3 თვეზე ნაკლებ დროში მიიღეს, ხოლო 8 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა. მათ შორის, 2 კომპანია - შპს „ბურღი“ და შპს „ხარისხი 2021“ ერთი დღის დაფუძნებული იყო, რომლებმაც ჯამში 243,000 ლარის კონტრაქტები მიიღეს. ახლადდაფუძნებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, მითუმეტეს გამარტივებულ შესყიდვებში, კორუფციის ალბათობას ზრდის და ამასთან ერთად, გამოუცდელი კომპანიისგან მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ხარისხიც დგება ეჭვს ქვეშ." - ნათქვამია განცხადებაში. საერთაშორისო გამჭვირვალობა რეკომენდაციას აქვეყნებს და საგამოძიებო უწყებებს დაინტერესებისკენ მოუწოდებს. "კორუფციის ნიშნების შემცველი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებით საგამოძიებო უწყებები უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდნენ; შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ახლადდაფუძნებულ, გამოუცდელ კომპანიებთან გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების დადებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი, ან ასეთი გადაწყვეტილებები ჩვეულებრივზე უფრო მაღალი სტანდარტით დაასაბუთონ; პანდემიიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვების წილმა მოიმატა. როდესაც გამარტივებული შესყიდვების წილი იმატებს და ამასთანავე, ის გარკვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, დაჩქარებულად ხორციელდება, შესყიდვებში კორუფციისა და არასათანადო პრაქტიკის რისკები იზრდება." -წერია კვლევაში.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)