|
2021-11-24 13:02:12, 662 ნახვა
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობაში“აცხადებენ, რომ აჭარის საკრებულოს წევრზე თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით ზეწოლას ახდენდნენ
ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა. გიორგი კირთაძემ საგანგებო ბრიფინგზე აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ, სთავაზობდნენ 100 000 დოლარს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის გადაგომას და დღს გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. "ყველამ კარგად იცის, რა შედეგებით დასრულდა ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, აქ "ქართული ოცნება" გადავიდა ოპოზიციაში, ამის შემდეგ მოხდა ღარიბაშვილის და კობახიძის ვიზიტი ბათუმში, რომლებმაც დაგვიანონსეს, რომ "ქართულ ოცნებას" აუცილებლად ექნებოდა უმრავლესობა ბათუმში, რაც ნიშნავდა, რომ მათ აუცილებლად ექნებოდათ ბათუმში უმრავლესობა. ჩვენი ფრაქციის სხვადასხვა წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა ერთ–ერთი პირველი, ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა იყო ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ბატონ ნუგზართან მოლაპარაკებას თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი, ესენი გახლავთ ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით, ბატონი ნუგზარი პირადად მე მაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და მაშინ, როცა უკვე ეს გაუსაძლის ხასიათს იძენდა, ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები და მომაწოდა პირადად მე. აუდიოჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ სთავაზობდნენ ისინი 100 000 დოლარს ფუტკარაძეს. პირადად დათო რიჟვაძე ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს. ვაჟა თაბაგიძე ამავდროულად არის ზაზა დიასამიძის, ხელვაჩაურის მერის ბიძა, ჩანაწერებში კარგად ისმის, რომ მისი სახელითაც არიან მისულები ბატონ ნუგზართან", – განაცხადა კირთაძემ.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)