|
2021-11-22 11:17:06, 740 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სოციალური დახმარების ნაცვლად, უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები
ზრდასრული შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა ღარიბაშვილი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ახალი პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, მოქალაქეებს შესთავაზონ სამუშაო ადგილები. „არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა შემაშფოთებელია, ვთქვათ პირდაპირ, რომ ჩვენ არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას, რეალურად დღეს, შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული დაიწყოს ახალი სამუშაო ადგილი იმის შიშით, რომ მას სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება, არ არის მოტივირებული რომ საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს, ეს არის კატასტროფა. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ უნდა გადავდგათ გაბედული, ქმედითი ნაბიჯები. მე მქონდა საუბარი მთავრობის წევრებთან, ეკონომიკურ გუნდთან, მაქვს იდეა და ინიციატივა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, პოლიტიკას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული, მანკიერი სისტემა, გასანსაღებული სისტემით, რაც გულისხმობს, რომ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, უნდა შევთავაზოთ მოქალაქეებს სამუშაო ადგილები და ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები შეგვიძლია შევქმათ ათასობით და ათიათასობით, თითოეულ მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)