18:23 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 04:00:09, 615 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კატასტროფული არაა, თუმცა საყურადღებოა

ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კატასტროფული არაა, თუმცა საყურადღებოა.- ამის შესახებ ხუნდაძემ გლდანის ციხეში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

"ჩვენი შესვლა, შესაძლოა, მისთვის ზედმეტი დაძაბულობის მიზეზი გამხდარიყო. ჩვენ ხომ პაციენტის ინტერესების გამო შევედით? ამიტომ, მოვერიდეთ ამ დაძაბულობას. საერთო სურათის წარმოსადგენად ჩვენთვის საკმარისი იყო ლაბორატორიული მონაცემების გაცნობა, ექიმებთან გასაუბრება, მათ შორის, მის პირად ექიმთანაც და საერთო სურათის ძალიან კარგად წარმოდგენა. 

მისი მდგომარეობა არ არის კატასტროფული, მისი მდგომარეობა არის საყურადღებო. ეს საყურადღებობა, შესაძლოა, თუ შიმშილობას არ შეწყვეტს, კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიდეს. ყველა ქმედება, ჩვენი რეკომენდაცია და დამოკიდებულება იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისი ჯანმრთელობის საჭიროებიდან გამომდინარე - დაწყებული ადგილზე მომსახურებიდან, დამთავრებული, საჭიროების შემთხვევაში, მისი გადაყვანით." - განაცხადა ხუნდაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა.   სააკაშვილმა თქვა, რომ გონება ცხოვრებაში პირველად დაკარგა. დეკანოიძე რეანიმატოლოგზე დაყრდნობით ამბობს, რომ გონების დაკარგვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.
 ციხის საავადმყოფოში რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტს ხელმძღვანელი, გულიკო ქილიფთარი იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ დაწესებულებაში საკონსულტაციოდ მიიწვიეს და მისი მისვლა დაემთხვა ექსპრეზიდენტის გონების დაკარგვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics