18:36 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-18 18:37:16, 710 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების” დეპუტატები მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სამედიცინო ვითარებას გაეცნობიან

“ქართული ოცნების” დეპუტატები, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ სარჯველაძე და დავით სერგეენკო გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში შევლენ და სამედიცინო განყოფილებაში არსებულ ვითარებას გაეცნობიან.

მმართველი გუნდის წევრები გლდანის ციხეში, სავარაუდოდ, დღეს მივლენ და ადგილზე სამედიცინო პერსონალს გაესაუბრებიან.

“ექიმების მოსაზრებას პატივს ვცემ, ვითვალისწინებ, თუმცა მისი შესაბამისობა ჯობს, თვალით ვნახოთ. ადგილზე გავესაუბრებით პერსონალს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის პროცესში. ვფიქრობ, ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო მეტად ობიექტური ინფორმაცია დაიდოს. ასევე ვნახოთ შესაძლებლობები, რაც საჭიროა ამდაგვარი მსჯავრდებული პაციენტისთვის შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად”, - განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან დეპუტატების ინფორმაციით მათ ოპოზიციონერ კოლეგებს გლდანის ციხეში მათთან ერთად შესვლა შესთავაზეს, თუმცა საბოლოო პასუხი არ მიუღიათ.

“ღია ვართ ამ პროცესში. იყო შეთავაზება ოპოზიციონერ კოლეგებთან, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ. მაგრამ მათი გადასაწყვეტია. თუ ისინი შემოგვიერთდებიან, მზად ვართ, მათთან ერთად შევიდეთ. შევდივართ იმ განწყობით, რომ ჩვენი სტუმრობის მიზანს მაქსიმალურად ჩამოვაცილოთ პოლიტიკური შემადგენელი”, - განაცხადა ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics