|
2021-11-18 15:59:50, 706 ნახვა
პოლიტიკა
Bloomberg - ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ის საქმეზე ჩვენება საქართველოდან მისცა
ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოში ჩვენება თარჯიმნის მეშვეობით, საქართველოდან, ვებ-ლინკის გამოყენებით მისცა, - აღნიშნულის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს . გამოცემის ცნობით, 2019 წლის ბოლოს Bloomberg-თან ინტერვიუს შემდეგ, ეს ბიძინა ივანიშვილის პირველი საჯარო გამოსვლაა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შპს Credit Suisse Life-ს იმის გამო უჩივის, რომ კომპანიამ ვერ შეძლო თავისი თანამშრომლის დანაშაულის აღმოჩენა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს 400 მილიონი დოლარი დააკარგვინა. „ბერმუნდის საქმე საკვანძოა, რადგან მას შეუძლია გზა გაუხსნას სხვებს სინაგუპირსა და ახალ ზელანდიაში, სადაც ივანიშვილმა ასევე უჩივლა Credit Suisse-ს, რადგან, ადვოკატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა ბანკში ჩადებული თანხის თითქმის ნახევარი“, - წერს გამოცემა. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონებაც $6 მილიარდს აღემატება, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა. ლესკადრონმა 2020 წელს თავი მოიკლა. ბანკი ამტკიცებს, რომ ის მარტო მოქმედებდა და დანაშაულს კოლეგებსა და უფროსებს უმალავდა. 16 ნოემბრის სასამართლო პროცესზე ბანკის ადვოკატმა აღნიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსაც ეკისრება.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)