|
2021-11-17 15:52:34, 877 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი მოშიმშილე ოპოზიციონერებს სამართალდამცველებმა დაატოვებინეს
ზუგდიდის საკრებულოში მყოფი მოშიმშილე ოპოზიციონერები, სამართალ დამცველებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს სხდომათა დარბაზიდან. როგორც სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, „მათ განემარტათ არაერთხელ რომ დაეტოვებინათ სხდომათა დარბაზი როგორც პოლიციის მხრიდან, ასევე საკრებულოს მხრიდანაც“ მომხდარს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიზეც გამოეხმაურა, მისი განმარტებით ეს არის „ქართული ოცნების“ დავალება, როემლიც პოლიციამ შეასრულა. მან ასევე განმარტა, რომ რამდენიმე მოშიმშილე შეუძლოდ გახდა, პოლიციამ კი სასწრაფოს არ მისცა უფლება დახარება აღმოეჩინათ. „ეს არის პარტიული დავალება, „ქართული ოცნების“ დავალება შეასრულა რეალურად პოლიციამ. რომელსაც იმის შემდეგ, რაც აქ იკადრეს, მოშიმშილეების ასე თმებით თრევა, ჩემი ასე ჩამოყვანა, წარმოუდგენელი რაღაცები იყო, ამ ყველაფრის შემდეგ მე მათ ვერ დავუძახებ ქართულ პოლიციას. ეს არის ჩვეულებრივი მილიცია, რომელიც ასრულებს ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის დავალებას. გადათელეს მოშიმშილეები, თქვენ ნახეთ, რომ ცუდად არიან. იმის საშუალებაც არ მისცეს სასწრაფოს, რომ დახმარება აღმოეჩინათ. ეს არის შეშინებული რეჟიმის არაადეკვატური ქმედებები და მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი ძალადობრივი ქმედებებით ვერ შეძლებენ ამ პროტესტის შენელენას, იმიტომ რომ ეს შიმშილობის აქცია გახდება კიდევ უფრო მეტად მზარდი. რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ყოველი წუთი, ყოველი საათი და დღე, ახლა მუშაობს მათ წინააღმდეგ. ისინი ვერ შეძლებენ, ზუგდიდელების ბიუჯეტი ისევ საკუთარ თავებზე მოირგონ და ისევ უკანონო გადაწყვეტილება მიიღონ, - განაცხადა ანა წითლაძემ. ზუგდიდის საკრებულოში, დღეს ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს, აღნიშნული განხილვა უკვე ორჯერ გადაიდო. ამის მიზეზი ოპოზიციის პროტესტია.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)