|
2021-11-17 13:28:47, 834 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - ვხედავთ, რომ ბევრი რეფორმა საქართველოში იმედისმომცემია
ვხედავთ, რომ ბევრი რეფორმა საქართველოში იმედისმომცემია - განსაკუთრებით, ადამიანური კაპიტალის განვითარება და ფორმირება, ასევე, ისეთი სტრუქტურული საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მწვანე და ციფრული ეკონომიკური აღდგენა - ამის შესახებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ანა ბიერდემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკი პოზიტიურად აფასებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური აღდგენის პროცესს. „საქართველოში ბოლოს ზაფხულში ვიმყოფებოდი და მოხარული ვარ, რომ დღესაც მქონდა საშუალება მინისტრთან ერთად მიმოგვეხილა ჩვენი თანამშრომლობა. საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებთ. ვაკვირდებით და დიდად ვაფასებთ 2021 წელს საქართველოში დაფიქსირებულ ძალიან ძლიერ ეკონომიკურ აღდგენას, რომელიც ნამდვილად რთულ 2020 წელს მოჰყვა. განვიხილეთ სამომავლო გამოწვევები, რომლებიც არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობითა და ინფიცირების ახალი შემთხვევებით არის განპირობებული. ვისაუბრეთ მთავრობის რეაგირებაზე, ვაქცინაციის მაჩვენებლის მატებაზე, ასევე, მოსახლეობის დაცვის მიზნით ჩატარებული იმუნიზაციის სხვა მასტიმულირებელ ფაქტორებსა და მექანიზმებზე. შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ ეკონომიკურ საკითხებზე. მთელი მსოფლიოს წინაშე დგას ის გამოწვევები, რაც მზარდ ინფლაციას და მისგან მომდინარე ეფექტს გულისხმობს ეკონომიკასა და მოსახლეობაზე. საუბარი შეეხო, ასევე, სამომავლო რეფორმების პროგრამას, რომლის მხარდაჭერასაც მოუთმენლად ელის მსოფლიო ბანკი", - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ანა ბიერდემ. მან დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, გააგრძელოს ქვეყნის მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)