19:13 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 17:51:19, 1210 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი - 2022 წელს ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია რამდენიმე ახალი პროგრამის დაფინანსება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გარდა პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯებისა, მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება 820 მილიონი ლარის ოდენობით.

მისი თქმით, გათვალისწინებულია, ასევე, ჯანდაცვის ახალი პროგრამების დაფინანსება, კერძოდ, სპინალური ატროპიის მქონე პირთა დახმარების, დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის მუდმივი მონიტორინგის თანამედროვე აპარატების შესყიდვა, ასევე - ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციების თანადაფინანსება. სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების 100 ლარით ზრდა, სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასების 10 პროცენტიანი ზრდა, ასევე, გათვალისწინებულია რეგიონებში მომუშავე სასწრაფოს თანამშრომელთა ხელფასების გათანაბრება თბილისში არსებულ ხელფასებთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics