19:18 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-14 11:49:18, 830 ნახვა

პოლიტიკა
უილიამ კორტნი - დასავლელი მეგობრები დაბნეულები არიან, რატომ აშორებენ მისი ლიდერები საქართველოს დასავლეთს

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება.

კორტნის თქმით, საქართველოს დასავლელი მეგობრები დაბნეული არიან თუ რატომ მიჰყავს მთავრობას ქვეყანა დასავლეთიდან შორს.

 „საქართველოს დასავლელი მეგობრები დაბნეულები არიან, რატომ მიჰყავთ ქართველ ლიდერებს ქვეყანა დასავლეთიდან შორს. ეს ლიდერები მოელიან, რომ საქართველო სანდო მეგობრებს კიდევ სადმე იპოვის?" - წერს უილიამ კორტნი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ Facebook-ზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ "საკითხი დგას მარტივად – ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს", ან ხელისუფლებას მოუწევს მათ "კრიმინალების მფარველები" უწოდონ.

კობახიძის თქმით, ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics