01:21 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 15:23:43, 611 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პარლამენტში ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად მივიდა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელიც საქართველოში გვიან ღამით ჩამოფრინდა, პარლამენტში მივიდა, სადაც "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მოინახულა.

ევროპარლამენტარი დაინტერესდა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც უკვე მე–10 დღეა მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობს.

ევროპარლამენტარი ფოტიგა დღეს ოპოზიციონერ დეპუტატს, სალომე სამადაშვილსაც შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ ანა ფოტიგა საქართველოში გვიან ღამით ჩამოფრინდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი მიზანია საქართველოს ექს–პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულება, რომელიც უკვე 43–ე დღეა შიმშილობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics