|
2021-11-12 10:58:08, 440 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - მე არასოდეს არცერთ ეთერში არ მითქვამს ტერმინი „შიმშილობის შეწყვეტა“. მე ვთქვი – ის იღებს ნატურალურ წვენებს და სხვადასხვა სახის ფაფებს
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მას არასდროს უთქვამს არცერთ ეთერში, რომ პატიმარმა სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. რატი ბრეგაძე განმარტავს, რომ მან მხოლოდ სააკაშვილის მიერ ნატურალური წვენებისა და სხვადასხვა სახის ფაფების მიღების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სადეპუტატო კითხვის პასუხად გასაჯაროვდა, რისი ვალდებულებაც უწყებას ჰქონდა. „მე არასოდეს არცერთ ეთერში არ მითქვამს ტერმინი „შიმშილობის შეწყვეტა". მე ვთქვი და პასუხისმგებელი ვარ ჩემს ყველა სიტყვაზე. ეს იყო შემდეგი: ის იღებს ნატურალურ წვენებს და სხვადასხვა სახის ფაფებს. აქვე ვიტყვი, საიდან მოხდა ამ ინფორმაციის გამოტანა. ჩვენ მივიღეთ სადეპუტატო კითხვა, რომელზეც ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა. კითხვა იყო შემდეგნაირად დასმული: ხომ არ იღებს ის რაიმე საკვებ დანამატებს, რასაც შეიძლება ჰქონდეს დადებითი შედეგი შიმშილობისა ეფექტზე? ბატონმა სარჯველაძემ მოგვმართა ამ კითხვით და ჩვენ, ბუნებრივია, გავეცით პასუხი. თუმცა, ამ პასუხში არ იყო საუბარი იმაზე, შეწყდა თუ არა შიმშილობა. ამ ტერმინზე ჩვენ არ გვქონია აპელირება. მათ სურდათ სტრასბურგში და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმის დამტკიცება, რომ, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ მოვუწოდოთ შიმშილობის შეწყვეტისკენ, პირიქით – ვაიძულებთ, ვაშიმშილოთ. არადა, სწორედ ეს ოპონენტები იყვნენ, რომლებიც ღია ეთერების საშუალებით მოუწოდებდნენ პატიმარს, რომ არ გაებედა შიმშილობის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ავტორიტეტი, როგორც პოლიტიკოსისა, განადგურდებოდა", – განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში. მისივე განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო სრულად იზიარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებას და სააკაშვილის, ისევე, როგორც სხვა პატიმრების, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უწყებისთვის მნიშვნელოვანია. „ჩვენ სრულიად ვიზიარებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებას და, ბუნებრივია, გვინდა, რომ ეს ადამიანი, ისევე, როგორც ყველა სხვა პატიმარი, იყოს ჯანმრთელი. ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის ჩვენი პასუხისმგებლობა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი სააკაშვილის გარდა 9 ათასზე მეტი პატიმარი გვყავს და მათაც ვუთმობთ სათანადო ყურადღებას. ყველა პატიმარი კანონის წინაშე თანასწორია", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)