11:12 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 12:15:08, 2429 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით, ფასები 0.2%-ით გაიზარდა

2015 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,2 პროცენტი შეადგინა. 

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

საქსტატის ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სხვადასხვა  ჯგუფებზე. 

სურსათსა  და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 1.2 %–ით გაიზარდა, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,38 პროცენტული პუნქტით აისახა. 

ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: 

ბოსტნეულსა  და ბაღჩეულზე ფასებმა 4.2 %–ით მოიმატა. რძეზე, ყველსა და კვერცხზე კი 1.3%–ით.
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4,5 პროცენტით, რამაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,23 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფზე ფასების ზრდა განაპირობა თამბაქოს ნაწარმზე ფასების 7,6-პროცენტიანმა მატებამ;

ტრანსპორტი: აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა  ფასების 3,7-პროცენტიანი კლება, რაც თავის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-7,3 პროცენტი).

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარში 2014 წლის იანვართან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,4 პროცენტი შეადგინა. 

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
 ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 7,3 პროცენტით, რამაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,75 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (15,8 პროცენტი); 

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,53 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (20,9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3,6 პროცენტი), თევზეული (3,1 პროცენტი). 

ამასთან ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4,6 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,6 პროცენტით, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (9,3 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 5,9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,71 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების კლება საწვავ-საპოხ მასალებზე (-12,3 პროცენტი).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics