|
2021-11-05 14:34:02, 1082 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სტაბილურობა ერთ-ერთი წინაპირობაა, რათა EBRD - ს, ოპტიმისტური მოლოდინი ჰქონდეს ეკონომიკურ განვითარებაზე
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მრავალი წელია, თანამშრომლობს საქართველოს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორთან, გვეხმარება არაერთი რეფორმის განხორციელებაში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ობიექტურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური აღდგენის ტენდენციებს. სწორედ ამით არის გამოწვეული EBRD – ის მიერ წლიური პროგნოზის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება," - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას ზრდის მიმართულებით. EBRD - ის რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ საქართველო, ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს. კერძოდ, EBRD-ის შეფასებული 37 ქვეყნიდან 2021-2022 წლებში, მონტენეგროს შემდეგ საქართველოს და ესტონეთს ექნებათ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2021 წლის ზრდის პროგნოზით, საქართველო უსწრებს როგორც აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონში შემავალ ქვეყნებს (რეგიონებში შემავალი ქვეყნები განსაზღვრულია EBRD ის კლასიფიკაციის მიხედვით), ასევე სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და EBRD - ის პრეზიდენტის ოდილ რენო-ბასოს ბოლო შეხვედრაზე, რომელიც გლაზგოში გაეროს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობისა და არჩევნების შემდეგ, განვითარების დღის წესრიგზე კონცენტრირების მნიშვნელობას. „აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, პოლიტიკური სტაბილურობის გარანტიებზე. ჩვენ დიდი გამოწვევა გვქონდა, არჩევნები ჩავატარეთ და საკმაოდ მაღალი დემოკრატიული სტანდარტი ვაჩვენეთ - პოლიტიკური სტაბილურობა უახლოესი სამი წელი არის უზრუნველყოფილი და გარანტირებული. ეს არის ერთ-ერთი ის წინაპირობა, რაც საშუალებას აძლევს EBRD - ის, სხვა დონორებს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს პოზიტიური ოპტიმისტური მოლოდინი ჰქონდეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)