|
2021-11-05 13:03:01, 1023 ნახვა
სამართალი
თავდასხმა თბილისი პრაიდის ოფისზე, უკანონო შეჭრა და ინვენტარის დაზიანება - 5 ივლისის საქმეზე სასამართლოში ექსპერტები გამოკითხეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს თბილისი პრაიდის ოფისზე ჯგუფურად თავდასხმის, უკანონოდ შეჭრის, ინვენტარის დაზიანებისა და განადგურების ფაქტზე ბრალდებული სამი პირის სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე ექსპერტები გამოიკითხნენ, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე ოფისის ინვენტარის დაზიანებებზე ისაუბრეს. ბრალდებულის უფლებადამცველების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ოფისის ინვენტარი არ დაუზიანებიათ და უდანაშაულოები არიან. "დაადასტურეს, რომ ბანერები იყო დაზიანებული, ჩამოგდებული, დამწვარი. ჭიკარტებდაკრული ბანერებით მიხვდნენ, რომ ის იყო ჩამოგდებული, თორემ ის, რომ მათ დაენახათ როგორ აგდებდნენ ბანერებს, ვინ აგდებდა, მსგავსი რამ მოწმეს არ უთქვამს. ვიდეომასალები იყო ამოღებული როგორ ადიან ოფისის აივანზე, როგორ გადადიან, როგორ ვარდება ბანერი, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩამოუგდია ბანერი," - განაცხადა გიორგი ელიზბარაშვილის ადვოკატმა ეკატერინე ბერინაშვილმა.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)