|
2021-10-28 00:14:00, 1599 ნახვა
მსოფლიო
სადაო რეფორმის გამო ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ პოლონეთს დღეში მლნ ევროს გადახდა დააკისრა
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო (CJEU) სადაო სასამართლო რეფორმის გამო პოლონეთს ჯარიმის სახით ყოველდღიურად მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს დისციპლინარულ პალატას. როგორც „ესოშიეითიდ პრესი“ წერს, ბევრი პოლონელი მოსამართლე პალატას მმართველი ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის ინსტრუმენტად განიხილავს. სასამართლოს განცხადებით, ჯარიმის დაკისრება აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული და გამოუსწორებელი ზიანი ევროკავშირის სამართლებრივ წესრიგსა და იმ ღირებულებებზე, რომლებზეც დაფუძნებულია ეს კავშირი, განსაკუთრებით კანონის უზენაესობაზე. დისციპლინური პალატა 2018 წელს სასამართლო რეფორმის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც მმართველმა პარტიამ გაატარა. პალატამ მოსამართლეების არასათანადო ქმედებები უნდა განიხილოს. ევროკომისიამ მკაცრად გააკრიტიკა პოლონეთი დისციპლინარული პალატის შექმნის გამო იმ მოტივით, რომ ეს შესაძლოა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მოსამართლეებზე ზეწოლის მექანიზმად იქნას გამოყენებული. 2021 წელს CJEU-მ დისციპლინარული პალატის გაუქმება მოითხოვა, თუმცა პოლონეთმა მიმართვა არ გაითვალისწინა. დამოუკიდებელი სასამართლოს გარშემო არსებული კონფლიქტი ევროკავშირსა და პოლონეთს შორის კიდევ უფრო გამწვავდა, როცა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესია. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვარშავაში შანტაჟი და უზურპაცია უწოდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სებასტიან კალეტა გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროპული მართლმსაჯულების სასამართლო მთლიანად უგულებელყოფს პოლონეთის კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს თავისი კომპეტენციის მიღმამ ბოროტად იყენებს ფინანსური ჯარიმებისა და დროებითი ზომების დაწესებას. კალეტას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლონეთის გავლენისგან სახელმწიფოს სისტემის მოწყვეტის ოპერაციის მორიგი ეტაპი და შანტაჟია. „ეს არის პოლონეთის გავლენისგან ჩვენი სახელმწიფო სისტემის მოწყვეტის ოპერაციის მორიგი ეტაპი, ეს არის უზურპაცია და შანტაჟი“, – აცხადებს სებასტიან კალეტა.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)