|
2021-10-23 12:12:54, 842 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა გაიმართა
საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში" გაიმართა. სხდომა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრის, ოლეგ ნემჩინოვის თავმჯდომარეობით ჩატარდა. კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ქართულ-უკრაინულმა მხარეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები; თანამშრომლობა სამრეწველო, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში, ასევე ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინტელექტუალური საკუთრების და სხვა სექტორებში. შეხვედრაზე ასევე ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა საქართველო-უკრაინას შორის თანამშრომლობა ევროინტეგრაციის ფარგლებში. ამასთან, მხარეებმა განიხილეს საზღვრისპირა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები. გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოსა და უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავებისა და გააქტიურების მიმართულებით. „წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აგვისტოში წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა. იანვარ-აგვისტოს კუმულატიური ზრდის ტემპმა 12.0 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანი გაჯანსაღება ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში. როგორც იცით, საქართველოს ამბიციური მიზნები აქვს, გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო მიმართულება მსოფლიო რუკაზე, რაც მუდმივად აისახება საერთაშორისო რეიტინგებში, რომლებშიც საქართველო მოწინავე პოზიციებზეა ამ რთულ პერიოდშიც კი", - აღნიშნა ნათია თურნავამ. უკრაინულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა მომავალშიც ასევე აქტიურად გაგრძელდება ყველა მიმართულებით. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, მინისტრ ოლეგ ნემჩინოვის განცხადებით, უკრაინული მხარე ამ მიზნით მომავალშიც ინტენსიურად იმუშავებს. სხდომის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის ოქმს, რომელშიც აისახა დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება გაგრძელდეს მუშაობა შავ ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების მიზნით, სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლისა და ფიდერული გადაზიდვების განვითარებისთვის და ასევე, სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიონობის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების კუთხით.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)