|
2021-10-23 10:25:49, 444 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სილვიუ დომენტეს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პირველადი ჯანდაცვის ევროპული ცენტრის ოფისის ხელმძღვანელს მელიტა ჯაკობს შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა განიხილეს, რომელიც დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობისა და პროფილაქტიკის კუთხით ღონისძიებების ხარისხის ამაღლებასა და ექიმების კვალიფიკაციას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის ფარგლებში მოხდება პაციენტების პრევენცია, მკურნალობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გრძელვადიანი მართვა, რომელიც ქალაქისა და სოფლის მოსახლეობისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი. „პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. რეფორმის განხორციელებაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა გუნდი გვეხმარება. ფუნდამენტური რეფორმა ექიმებისა და ექთნების სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების გადახედვას ითვალისწინებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხარისხიან, სამედიცინო სერვისებზე უწყვეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეს“,-ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. რეფორმაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლს, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს. „საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მიმდინარეობს, რომლის მთავარი მიზანი არის ის, რომ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდოს და საქართველოს მოქალაქეებს მეტი სიკეთე მოუტანოს. პირველადი ჯანდაცვის ობიექტების საჭიროება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთებით პანდემიის პირობებში. არის დაავადებები, რომელთა მართვაც არაა საჭირო სამედიცინო დაწესებულებებში მოხდეს. ეს შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დონეზეც იმართოს. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მხარდაჭერა ამ რეფორმის მიმართ“,-განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პირველადი ჯანდაცვის ევროპული ცენტრის ოფისის ხელმძღვანელმა მელიტა ჯაკობსიმ. პირველადი ჯანდაცვის სერვის პაკეტის ძირითადი მიზნებია: ციფრული ჯანდაცვის სერვისების გამოყენების გაფართოება, პირველადი ჯანდაცვის, როგორც კონტაქტის პირველი რგოლის გაძლიერება, ოჯახის ექთნის როლის გაზრდა , ინდივიდუალური რისკის შეფასება და ქრონიკული დაავადებების მართვა. კერძოდ, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სერვისების დანერგვა პაციენტის უკეთესი თვით მართვის მიზნით.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)