|
2021-10-21 14:41:41, 940 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Axel-მა ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისა და „ანგელოზ ინვესტორების“ შეხვედრა გამართა
„საქართველოს ბანკი“ სტარტაპებისათვის საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებთან შეხვედრის მიზნით საქართველოს დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული 15 მდე ინვესტორი ესტუმრა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია. ინვესტორების დაინტერესება და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა. „ჩვენი მისიაა დავაჩქაროთ ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში ყველაზე პერსპექტიული ანტრეპრენერებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობით“,- განაცხადა გური ქოიავამ „აქსელის“ თანადამფუძნებელმა. „ჩვენი მხარდაჭერის მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში „ანგელოზ ინვესტორების“ შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გვინდა ხაზი გავუსვათ მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას, რადგან სწორედ ასეთი შეხვედრები წარმოადგენს ქვეყანაში წარმატებული სტარტაპ ეკოსისტემის შექმნის წინაპირობას. მოზიდული უცხოური ინვესტიცია ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამისათვის კი საჭიროა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია, როგორ გააკეთონ ეს. სწორედ ეს შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, გაიზიარონ უცხოური გამოცდილება, მიიღონ მონაწილეობა პანელურ დისკუსიებში, სემინარებში. ინვესტორებს კი აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს, მათ პრეზენტაციებს და მიიღონ საინვესტიციო გადაწყვეტილებები“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. „Visa არის ადგილობრივი მეწარმეების აქტიური მხარდამჭერი. ჩვენი სტრატეგიაა გავაძლიეროთ მცირე და საშუალო ბიზნეს ეკოსისტემა და ხელი შევუწყოთ მეწარმეებს გაანალიზონ და გადალახონ ის სირთულეები, რომელსაც წარმატების გზაზე აწყდებიან. ჩვენი მხარდაჭერის სტრატეგია ბევრი სხვადასხვ პროექტისგან შედგება, ნაწილი არის გლობალური ინიციატივები #WhereYouShopMatters და #ShesNext, ნაწილი კი ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროექტები. ვთვლით, რომ მსგავსი მიქსი ხელს უწყობს გლობალური გამოცდილების ლოკალურ ბაზარზე უკეთ ინტეგრირებას. აქსელთან თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება, დამატებითი წვლილი შეგვეტანა ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებასა და ანგელოზი ინვესტორების კულტურის ცნობადობის ამაღლებაში. დარწმუნებულები ვართ, სტარტაპების დამფუძნებლების ჩართვა საერთაშორისო ქსელში დაეხმარება მათ ცნობიერებისა და უნარჩვევებისა განმტკიცებაში, რაც მათი სამომავლო წარმატების საწინდარია“ - განაცხადა დიანა კიღურაძემ, ვიზას გენერალურმა მენეჯერმა, კავკასიის რეგიონში.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)