05:52 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 19:51:54, 449 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ნახტომისებური ზრდა „მეხუთე ტალღის“ დასაწყისია

როგორც  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი  თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, კორონავირუსის შემთხვევების ასეთი ნახტომისებური ზრდა არის „მეხუთე ტალღის“ დასაწყისი.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო გაზრდაა მოსალოდნელი.

 "სამწუხაროდ, ბოლო დღეებში დაფიქსირდა ნახტომისებური ზრდა ახალი შემთხვევების. სულ რაღაც 3-4 დღეში 2 ათასიდან 5 ათასამდე აიწია. მართალია, დღეს 3200-ია, მაგრამ სავარაუდოდ, გუშინდელი დასვენების დღის გამო. მოსალოდნელია, რომ შემდეგ დღეებში ისევ მოიმატოს. ვართ არა მეხუთე ტალღის ზღვარზე? - ამ სახელების დარქმევა გარკვეულწილად პირობითია. ზუსტად არავინ იცის სად გათავდა „მესამე ტალღა“, სად გათავდება მეოთხე და როდის დაიწყება „მეხუთე ტალღა“. დიახ, მე ვიტყოდი, რომ რამდენადაც „მეოთხე ტალღის“ შემდგომ იყო მნიშვნელოვანი კლება, როდესაც 1000-დან 2000-მდე შემთხვევა იყო, სიკვდილობის მაჩვენებელი კი, 80-დან 23-26-მდე ჩამოვიდა, ჩავთვალოთ, რომ „მეოთხე ტალღა“ გადავიარეთ მაშინ და ახლა ასეთი ნახტომისებური ზრდა არის „მეხუთე ტალღის“ დასაწყისი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ვაქცინიის ის რაოდენობა რაც გვაქვს ეს ძალიან ცოტაა.

„ საქართველოსი ხდება ამოუხსნელი რამ  ძალიან ბევრი ახალი შემთხვევების რაოდენობა ერთერთი პირველები ვართ მსოფლიოში.  ძალიან დიდი ძალისხმევით კლინიკური სექტორის ვახერხებთ, რომ ყველა პაციენტი იყოს მართული და მიიღოს სრული პაკეტი რაც სჭირება და სიკვდილინობას  ვინარჩუნებთ ამ რაოდენობისთვის ძალიან დაბალ ნიშნულზე ამ ფონზე, როცა შეიძლება გადავაჭარბოთ მეოთხე დოზას, ყველა პირობაა შექმნილი ვაქცინაციისთვის 2 მილიონზე მეტი ვაქცინა, ხუთ ასზე მეტი პუნქტი ამცრელი, ავტობუსები, კარდაკარ ჩამოვლითი და მობილური ბრიგადები დიდ სოფლებში  და აცრითა რაოდენობა მერყეობს 4 ათაიდან 5 ათასამდე." - განაცხადა ცერცვაძემ




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics