|
2021-10-07 15:49:47, 1235 ნახვა
ეკონომიკა
FAO-ს ფასების ინდექსი სექტემბერში ისევ გაიზარდა
7 ოქტომბერი 2021, თბილისი - FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთი ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეუალი, მცენარეული ზეთი, შაქარი და ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, სექტემბერში 1,2%-ით გაიზარდა და 130,0 ქულა შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი, 2020 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 32,8%-ით აღემატება.- ამის შესახებ ინფორმაცის “საკვებისა და აგროკულტურების ორგანიზაციას“ ავრცელეს. მათივე ცნობით, სექტემბრის თვეში FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა 2%-ით მოიმატა. 4%-ით მომატებულია ფასები ხორბალზე, რაც შარშანდელ ფასს 41%-ით აღემატება. ფასის მომატება განპირობებულია ხორბალზე გაზრდილი მოთხოვნით და შემცირებული ექსპორტით. მოიმატა ბრინჯის და სიმინდის ფასმა, ეს უკანასკნელი 0,3%-ით არის მომატებული, რაც წინა წელთან შედარებით, 38%-ით მატებას გულისხმობს. „მცენარეული ზეთის ფასები, წინა თვესთან შედარებით, 1,7%-ით გაიზარდა, 2020 წლის სექტემბერთან შედარებით კი - 60%-ით. პალმის ზეთის ფასები, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, მაღალი მოთხოვნის და მალაიზიაში მიგრანტთა სამუშაო ძალის რაოდენობის შემცირების გამო. 1,5%-ით მოიმატა რძის პროდუქტების ფასის ინდექსმა, რაც დაკავშირებულია რძის ნაწარმზე მდგრადი მოთხოვნით და ევროპისა და ოკეანიის ქვეყნებში სეზონური ფაქტორებით. 0,5%-ით მომატებულია FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი, რასაც ხელი შეუწყო შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში, ამინდის გაუარესებამ და ეთანოლზე ფასის მატებამ. შაქრის ფასის მომატების ნაწილობრივი კომპენსაცია, ინდოეთსა და ტაილანდში კარგი მოსავლის მოლოდინის და მოთხოვნის კლების ხარჯზე მოხდა. აგვისტოს თვესთან შედარებით, თითქმის უცვლელია ხორცის ფასის ინდექსი, რომელიც წინა წლის სექტემბერს 26,3%-ით აღემატება. საქონლის და ცხვრის ხორცის ფასმა მოიმატა, მიწოდების შემცირებას გამო, მაგრამ, ამავდროულად, ფრინველის და ღორის ხორცის ფასმა, იკლო, ჩინეთის მხრიდან მოთხოვნის შემცირების და მსოფლიოში ამ პროდუქციის მარაგის ზრდის გამო.“- ნათქვამია განცხადებაში.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)