20:06 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-04 13:09:27, 889 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი ფეის ონლაინ გადახდების სივრცე ახლა უკვე უცხოური ბარათებისთვისაც

თუ საზღვარგარეთ იმყოფებით და უცხოური ბანკის მიერ გაცემული საბანკო ბარათით სარგებლობთ, ამიერიდან ასეთი ბარათით საქართველოში სხვადასხვა სახის გადახდის შესრულებას შეძლებთ. თიბისი ფეის სწრაფი გადახდების სისტემაში ყველაზე საჭირო სერვისებს უცხოეთიდანაც სულ რამდენიმე წუთში დაფარავთ. სერვისების ჩამონათვალი კი ვრცელია და ყველა მნიშვნელოვან გადახდას მოიცავს. თიბისი ფეი ამარტივებს ცხოვრებას, ახლა უკვე ემიგრანტებისთვისაც.

რას გადაიხდით უცხოური ბანკის ბარათით

თიბისი ფეი ონლაინ სივრცეში ვებგვერდით და მობილური აპლიკაციითაა წარმოდგენილი. გადასახდების შესასრულებლად, საკმარისია გქონდეთ ინტერნეტზე წვდომა - ციფრული პლატფორმებით სარგებლობა ახლა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ. სწრაფი გადახდების სისტემაში 1000-ზე მეტი სერვისის გადახდა შეგიძლიათ, მაგრამ იმისათვის, რომ თქვენთვის გადახდა კიდევ უფრო მარტივი და მოსახერხებელი იყოს, ყველა ის სერვისი, რომელთა გადახდაც  უცხოეთიდანაა შესაძლებელი, ცალკე განყოფილებაშია გაერთიანებული.

მოძებნეთ თიბისი ფეის ვებგვერდზე განყოფილება „გადაიხადეთ უცხოეთიდან“ და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სერვისი.  ამ დროისათვის ვებგვერდზე ხუთ კატეგორიაში შეგიძლიათ გადახდა, ესენია:

  • მობილური კავშირი;
  • საბანკო, მიკროსაფინანსო და სადაზღვევო კომპანიები;
  • სატელეკომუნიკაციო სერვისები - ინტერნეტი, ტელევიზია და ტელეფონი;
  • კომუნალური გადახდები;
  • სახელმწიფო სერვისები.

თიბისი  ფეიზე ყველა ის სერვისია გათვალისწინებული, რაც საზღვარგარეთ დროებით თუ მუდმივად მყოფ მომხმარებელს შეიძლება დასჭირდეს. მაგალითად, სახელმწიფო სერვისები. უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა დასჭირდეთ საჯარო და სამოქალაქო რეესტრის სერვისებით სარგებლობა. მათი მომსახურების თანხის გადახდას კი ამიერიდან უცხოური საბანკო ბარათითაც მარტივად შეძლებენ. აქვეა მოცემული აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის, შსს მომსახურების სააგენტოს და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების სერვსისებიც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საბანკო-საფინანსო სექტორის გადასახადებია. თუ თქვენ საქართველოში ყოველთვიურ კრედიტს იხდით, მის დაფარვას უცხოეთიდანაც შეძლებთ. ამ განყოფილებაში წარმოდგენილია საქართველოში მოქმედი ბანკები, მიკრო საფინანსო და სალომბარდე ორგანიზაციები, სადაზღვევო კომპანიები და პრობლემური აქტივების მართვის ბიუროები. მათ ანგარიშზე თანხის შეტანას სულ რამდენიმე წუთში შეძლებთ.

როგორ გადავიხადოთ უცხოური ბარათით

თიბისი ფეი მომენტალური გადახდების ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი სივრცეა. მის გამოსაყენებლად გჭირდებთ მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა, შემდეგ კი აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფორმატი - მობილური აპლიკაცია ან ვებგვერდი. სერვისების გამოსაყენებლად, უპირველესად რეგისტრაციის გავლა დაგჭირდებათ, თუმცა ეს პროცესი სულ ერთ წუთს მოითხოვს. ამის შემდეგ კი, ძებნის ფუნქციის დახმარებით, იპოვეთ სასურველი სერვისი და გადაიხადეთ ყველგან, სადაც არ  უნდა იყოთ.

რეგისტრირებული მომხმარებლები თიბისი ფეის სრული ფუნქციონალით სარგებლობენ. ეს კი ნიშნავს გადახდების კიდევ უფრო გამარტივებას და დროის მნიშვნელოვან დაზოგვას. გაიარეთ რეგისტრაცია და:

  • შექმენით ყოველთვიური გადახდების შაბლონები, თავიდან აირიდეთ ყოველი მომდევნო ჯერისთვის მონაცემების ახლიდან შეყვანა;
  • ნებისმიერ დროს ამობეჭდეთ  გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • დაამახსოვრეთ საბანკო ბარათი და მოიგეთ დრო გადახდისას;
  • გადახდების ისტორიაში ნახეთ ყოველი ტრანზაქცია, რათა უკეთ აკონტროლოთ დანახარჯები;
  • ჩართეთ დავალიანების შესახებ შეტყობინების მიღების ფუნქცია და თქვენს სააბონენტო ნომერზე დავალიანების ასახვისთანავე მიიღეთ SMS;
  • დააყენეთ ავტომატური გადახდები და ყოველი თვის განსაზღვრულ რიცხვში თქვენი ანგარიშიდან გადარიცხეთ თანხა თქვენთვის საჭირო სერვისისთვის, საქველმოქმედო ფონდში, საკრედიტო ორგანიზაციაში და ა.შ.

რაც მთავარია, გადაიხადეთ თიბისი ფეის დახმარებით სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ. მომენტალური გადახდების სისტემის მთავარი უპირატესობა მისი სისწრაფე და სიზუსტეა. როცა საქმე ონლაინ გადახდებს ეხება, ჩვენ გვჭირდება გარანტია, რომ ტრანზაქცია დროულად შესრულდება. თიბისი ფეის გამოყენებისას კი ამაში შეგიძლიათ დარწმუნებულიც კი იყოთ - თქვენს მიერ გადახდილი თანხა მიმღები ორგანიზაციის ბალანსზე დაუყოვნებლივ აისახება.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics