01:21 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 20:31:43, 934 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - „ქართულმა ოცნებამ“ პირწმინდად წააგო დედაქალაქი, რა თქმა უნდა, გაიმართება მეორე ტური

"ჩვენ უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირწმინდად წააგო დედაქალაქი" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, მთავარია მომდევნო ორი საათის განმავლობაში ხმები დაიცვან, რათა მართველმა პარტიამ ვერ შესძლოს მანიპულაცია. 

"ჩვენ უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირწმინდად წააგო დედაქალაქი და საკრებულო იქნება ოპოზიციური, პარტიების მიერ დაკომპლექტებული. უმრავლესობა არის ოპოზიციის მიერ დასაკომპლექტებელი. დაინახეთ და ვნახეთ შედეგები. აქ რა თქმა უნდა გაიმართება მეორე ტური,სადაც ერთიანი ოპოზიციური ფრონტით კოალიციურ მმართველობაში იქნება, როგორც საკრებულო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება თვითმმართველობის დონეზე თბილისში. ახლა, მთავარია, მომდევნო 2 საათის განმავლობაში თითოეული ხმა დავიცვათ. არ მივცეთ შესაძლებლობა მანიპულაციების "ქართულ ოცნებას" ყველგან, არა მხოლოდ თბილისში."





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics