01:21 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 20:23:41, 802 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მივმართავ ოპონენტებს, დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია, სიძულვილის და სიცრუის ეპოქა

ვულოცავ „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ამ დიდებულ გამარჯვებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში დღეს დასრულდა პოლარიზაცია, სიძულვილისა და სიცრუის ეპოქა.

„გილოცავთ. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ვულოცავ „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ამ დიდებულ გამარჯვებას. ვულოცავ ყველა მერს ამ დიდებულ გამარჯვებას. მინდა მივმართო ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში, დღეს დავასრულეთ სიძულვილისა და სიცრუის ეპოქა, ხვალიდან უნდა დაიწყოს ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობის, განვითარების ხანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე 51.3%-ით ლიდერობს, მას მოსდევს ნიკა მელია 34.6%-ით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics