03:36 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 10:52:39, 513 ნახვა

პოლიტიკა
ტომას ზდეჩოვსკი, ევროპარლამენტარი - დემოკრატიაში თუ თვალს დახუჭავთ და წაუძინებთ, გაიღვიძებთ დიქტატურაში

"დემოკრატიაში თუ თვალს დახუჭავთ და წაუძინებთ, გაიღვიძებთ დიქტატურაში" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტომას ზდეჩოვსკიმ განაცხადა. 
ევროპარლამენტართა ჯგუფი ცოტახნის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდნენ.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ზუსტად ამიტომ ვართ ჩვენ აქ, ზუსტად ამიტომ გვსურს თქვენს პოლიტიკოსებთან საუბარი და ვაკვირდებით თქვენს არჩევნებს. გუშინ შევხვდით პრემიერ-მინისტრს და ჩვენი გზავნილი ნამდვილად ძალიან ძლიერი და ნათელი იყო, ჩვენ ნამდვილად გვსურს საქართველოსთან მოლაპარაკებების გაგრძელება და  გვსურს შესანიშნავი ურთიერთობის ქონა. ნამდვილად, არ შეჩერდეთ დემოკრატიისთვის ბრძოლაში. დემოკრატიაში თუ თვალს დახუჭავთ და წაუძინებთ, გაიღვიძებთ დიქტატურაში. ეს ყოველთვის ასეა, ყველა დროს, ყველა ქვეყანაში. ამიტომაც ვართ ჩვენ აქ, ეს არის ჩვენი მხარდაჭერა.  ბევრი ჩვენგანი ძალიან გამოცდილია, ჩვენ გვსურს სამართლიანი არჩევნები და გვსურს ვიკითხოთ (ცესკოში თავმჯდომარესთნ შეხვედრაზე), როგორ მოახერხებთ, რამდენი ადმაიანი გყავთ, როგორ ფუნქციონირებს სისტემა და ა.შ ეს ჩვენთვის საკვანძო საკითხებია" - განაცხადა ტომას ზდეჩოვსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics