|
2021-10-01 14:26:08, 779 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საპენსიო სააგენტომ და „საქართველოს ბანკმა“ სპეციალიზირებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
საქართველოს საპენსიო სააგენტომ და საქართველოს ბანკმა სპეციალიზირებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს. სპეციალიზირებული დეპოზიტარის შერჩევით საპენსიო სააგენტოს უკვე ეძლევა საშუალება ინვესტირება განახორციელოს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში. საქართველოს ბანკი, როგორც საპენსიო სააგენტოს სპეციალიზირებული დეპოზიტარი, საპენსიო აქტივების ერთადერთი დეპოზიტარია, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისობაში აღრიცხვას და შენახვას. ასევე, ბანკი საოპერაციო პროცესებს დამოუკიდებელ მონიტორინგს გაუწევს და განახორციელებს სრულ მხარდაჭერას საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ სპეციალიზირებული დეპოზიტარის საქმიანობა რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ და იგი წარმოადგენს ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიულ პირს, სადაც განცალკევებული ლიცენზიის მოპოვება მოითხოვება. აღნიშნული ლიცენზია საქართველოს ბანკმა 2020 წელს მოიპოვა. „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წარმატებით დასრულდა სპეციალიზირებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესი. ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია ჩვენი საინვესტიციო ინფრასტუქტურის ფორმირებისთვის. სპეციალიზირებული დეპოზიტარის მომსახურება არის კომპლექსური და იგი მოიცავს, როგორც საპენსიო აქტივების შენახვას, ასევე მნიშვნელოვან საოპერაციო მხარდაჭერას. საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება მონაწილეების ინტერესების დაცვას, რათა დანაზოგების დაცულობითა და საინვესტიციო რისკების მინიმიზაციით მოხდეს საპენსიო აქტივების მართვა, შენახვა, აღრიცხვა და მონიტორინგი“ განაცხადა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ, ოლივიერ რუსსომ. საპენსიო სააგენტოს დირექტორის გიორგი დანელიას განცხადებით „სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც საპენსიო სააგენტოსთვის, ასევე სქემაში გაწევრიანებული მილიონზე მეტი მონაწილისთვის. დეპოზიტარი რისკის მართვის ჩარჩოს მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, და მისი დახმარებით სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის არეალი უფრო გაფართოვდება, რაც საბოლოო ჯამში მონაწილეების ინტერესს ემსახურება“.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი ამ პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილეა. საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და შედეგად დღეს, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურსა და საქართველოს ბანკს შორის ხელი მოეწერა სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ მაღალი სტანდარტებით განვახორციელოთ საპენსიო სააგენტოს ფასიანი ქაღალდების უსაფრთხოდ შენახვა და მათთან დაკავშირებული გარიგებების/ტრანზაქციების საოპერაციო მხარდაჭერა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)