|
2021-09-30 18:51:49, 756 ნახვა
საზოგადოება
ხოშტარია „ფორმულაზე“- თუ საჭირო იქნება ფიზიკურადაც დავიცავთ, რადგან დღეს ჟურნალისტებზე გადის ქვეყნის თავისუფლება
თუ საჭირო იქნება ფიზიკურადაც დავიცავთ ამ ტელებიზას, რადგან დღეს ჟურნალისტებზე გადის ამ ქვეყნის თავისუფლება-ამის შესახებ მოძრაობა "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კრიტიკული მედია დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას. ხოშტარია ნიკა გვარამიას საკითხსც შეეხო და განაცხადა, რომ სუს კავშირი არ აქვს უსაფრთხოებასთან,მათ მტავარ ინტერეს პოლიტიკური არეულობა, სიძულვილი,მოსმენ ადამიანების დამცირება დაშინება წარმოადგენს. "თუ საჭირო იქნება ფიზიკურადაც დავიცავთ ამ ტელებიზას, რადგან დღეს ჟურნალისტებზე გადის ამ ქვეყნის თავისუფლება. რაც მოვისმინეთ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით წარმოუდგენელია. ჩვენ ვიცით, რომ სუსი არ არის არაფერთან,მითუმეტეს უსაფრთხოებასთან კავსირში,მათ ეროვნული ინტერესები არ აინტერესებთ . ერთადერთი რაც აინტერესებთ ეს არის პოლიტიკური არეულობა სიძულვილი,მოსმენა ადამიანების დამცირება დაშინება და ასე შემდეგ. დღეს მედია არის "ქართული ოცნების" მთავარი სამიზნე. იმიტომ რომ ყველაზე დიდ დისკომფორტს მათ აი, ამ ხელისფლების მიტაცებაში უქმნის მედია, ყველაზე დიდი საშუალება, ამომრჩევლების მოქალაეების საკუთარი თავის დაცვის საშუალება, ნებისმიერი ოჯახის რომელიც იჩაგრება ართული ოცნების მხრიდან. ტელევიზია არის საშუალება რომ შენი პრობლემა მიიტანო გამოააშკარავო და იბრძოლო შენი უფლებებისთვის და, რა თქმა უნდა ,ასევე პოლიტიკური ბრძოლისთის ძალიან მნიშვნელოვანი პლათფორმაა. "ქართული ოცნებისთვის" ეს არის ძალიან დიდი თავის ტკივილი. ყველა ამ მიდრეკილებას ქართული ოცნების, მიიტაცოს სახელმფიწო, დაჩაგოროს ადამიანები, მიიტაცოს მედია ამ ყველაფერს 2 ოქტომბერს ერთად უნდა გავცეთ პასუხი."-განაცხადა ხოშტარიამ.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)