|
2021-09-30 13:53:02, 750 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში ცენტრალური პარკი გაშენდება
რეკრეაციული სივრცის გაზრდის და სეზონურობაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ბათუმში ცენტრალური პარკის, ახალი ტურისტული ატრაქციის მშენებლობა იწყება. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აჭრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამუშავდა ბათუმის პროექტი, რომელიც გაშენდება ქალაქის შიდა ნაწილში არანაკლებ 22 ჰა ტერიტორიაზე. შეიქმნება ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ეკონომიკური პროცესების გააქტიურებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. ,, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ ტურიზმის ხელშეწყობას, განვითარებას, საზოგადოებისთვის და ქალაქისთვის ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნას. ურეხის და ე.წ. სტეფანოვკის დასახლებაში გაშენდება ახალი რეკრეაცია, ამ მიმართულებით ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით და დარწმუნებული ვარ ეს ახალი ცენტრალური პარკი შექმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს ტურისტული თვალსაზრისით, ამასთან ჩვენს თანაქალაქელებს ექნებათ გართობისთვის და დასვენებისთვის ახალი, ძალიან მიმზიდველი სივრცე'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მიღწეულია შეთანხმება ინვესტორთან, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე აშენდება საბაგირო და დაუკავშირდება არგოს მთას, რითაც შეიკვრება ერთგვარი სამკუთხედი და საბაგიროს მეშვეობით ტერიტორია დაუკავშირდება ბულვარს. პროექტის ფარგლებში ბათუმში შეიქმნება მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე, რაც მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის. სახელმწიფო მიმდინარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობაში არანაკლებ 14 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, როგორიცაა საბავშვო-შემეცნებითი მუზეუმი, საქართველოს ერთიანობის სიმბოლური ძეგლი, ტურისტული ინფრასტრუქტურა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)