|
2021-09-30 13:15:06, 468 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმი 2023 წელს ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ World Travel Awards უმასპინძლებს
ბათუმში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული „World Travel Awards"-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი ღონისძიების, ევროპის გალა ცერემონიას აჭარა 2023 წელს უმასპინძლებს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, მთვრობის სხდომაზე განაცხადა. „დღევანდელი მთავრობის სხდომა მინდა სასიამოვნო სიახლით დავიწყო. გუშინ იქნა მიღწეული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც 2023 წელს, ჩვენი რეგიონი, აჭარა და კერძოდ ბათუმი მსოფლიოში ერთ-ერთ პრესტიჟულ, ტურიზმის ოსკარის გალა ღონისძიებას World Travel Awards-ს უმასპინძლებს. ჩვენ ამ ღონისძიებით, კიდევ უფრო მეტად დავაჩქარებთ როგორც ეკონომიკის, ასევე ტურიზმის აღდგენის პროცესს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, სასტუმროები, ტურსააგენტოები, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ეწვევიან. 2023 წლის განმავლობაში ბათუმის, როგორც WORLD TRAVEL AWARDS-ის მასპინძელი ქალაქის პოზიციონირება, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა მარკეტინგულ კამპანიაში განხორციელდება. World Travel Awards- ის ყველა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ევროპის გარდა სხვა კონტინენტებზეც გაიმართება, ბათუმი ევროპელი პარნტნიორის სტატუსით იქნება მოხსენიებული. 2019- 2020 წელს, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. 2023 წელს, ტურიზმის მთავარი მოთამაშეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან კი უკვე ბათუმში WORLD TRAVEL AWARDS- ის ევროპის გალა ცერემონიაზე მოიყრიან თავს, სადაც ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება. „World Travel Awards»-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. მასზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)