|
2021-09-30 13:06:36, 762 ნახვა
ეკონომიკა
მხარდაჭერილია 1,806 ბიზნეს პროექტი, მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 53,000 - მდე ახალი სამუშაო ადგილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, მან თავის გამოსვლაში ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე ისაუბრა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა აღნიშნა, ორივე სამინისტროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 1,806 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 53,000 - მდე ახალი სამუშაო ადგილი. „დღეს შეგვიძლია ერთგვარი შეჯამება გავაკეთოთ იმ საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგების, რაც მოიტანა 2014 წელს სწორედ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორცშესხმულმა პროგრამამ „აწარმოე საქართველოში" - ეს არის უკვე საკმაოდ ცნობილი ბრენდი, რომელიც თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, და გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგები, რომელიც უახლოეს 2 წელიწადში, პრაქტიკულად, უნდა გავაორმაგოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა საზოგადოებას წარუდგინეს ინტერაქციული რუკა, რომელზეც დეტალური ინფორმაციია განთავსებული არსებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების შესახებ. რუკა განთავსება სახელმწიფო პროგრამების პორტალზე - www.programs.gov.ge და დღეიდან ყველასთვის ხელმისაწვდომია.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)