|
2021-09-30 12:37:00, 700 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების პრეზენტაცია გამართეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ორივე სამინისტროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 1,806 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 53,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მხრიდან ბიზნეს პროექტების თანადაფინანსებას 1 ლარის ოდენობით, მაგალითად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამების შემთხვევაში, მოაქვს 15,7 ლარის ინვესტიცია, ქვეყნის მშპ - ი იზრდება 8.7 ლარით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში 5 ლარზე მეტი შეაქვს. რაც შეეხება სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებს, მათ მიერ პროფილურ ბიზნესებში განხორციელებულმა 1 ლარმა 4.4 ლარის მოზიდვა შეძლო, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამების სარგებლიანობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)