|
2021-09-30 12:30:49, 481 ნახვა
საზოგადოება
რეგულირების სააგენტომ თბილისში მოქმედი 40 ფარმაცევტული საწარმოდან 33-ში დარღვევები აღმოაჩინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, თბილისში არსებული, ფარმაცევტული საწარმოები შეამოწმა და 40 მოქმედი საწარმოდან 33-ში დარღვევები აღმოაჩინა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 33-ივე საწარმოში დარღვეული იყო სანებართვო პირობები, 22 შემთხვევაში კი ფარმაცევტული პროდუქტი წარმოების წესის დარღვევით იყო ნაწარმოები. „შემოწმების შედეგად აღმოვაჩინეთ სხვადასხვა ტიპის დარღვევები, როგორიცაა სანებართვო პირობების დარღვევა, წარმოების წესის დარღვევა. მაგალითად, ერთ-ერთი საწარმოს შემოწმებისას, სააგენტომ ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა და კონკრეტულად აღნიშნულ დაწესებულებას 7 დასახელების, 99 239 ერთეული, წარმოების წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა“, - აღნიშნავს რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაალ კაპანაძე. შემოწმების შედეგად გამოიკვეთა: სანებართვო პირობების დარღვევის 33 ფაქტი; წარმოების წესის დარღვევის 22 შემთხვევა; სამკურნალო საშუალების სერიული აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევის 4 ფაქტი; საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის 1 ფაქტი; პირველ ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევის 1 ფაქტი; ვადაგასული სამკურნალო საშუალების რეალიზაციის 1 ფაქტი; ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის განადგურების დადგენილი წესის დარღვევის 1 ფაქტი. ზაალ კაპანაძე განმარტავს, რომ რეგულირების სააგენტო მუდმივად ახდენს ფარმაცევტული საწარმოებისა და აფთიაქების მონიტორინგს. „ჩვენი პრიორიტეტია მოსახლეობას მიეწოდოს ხარისხიანი მედიკამენტები და ამ მიზნის მისაღწევად არაერთ ღონისძიებას ვატარებთ. მომდევნო წლიდან ძალაში შედის GMP ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის და GDP ანუ კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სტანდარტის დაკმაყოფილების მოთხოვნა, რაც ქართულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხს მკვეთრად გააუმჯობესებს.“ შეგახსენებთ, რომ GMP/GDP სტანდარტების დაკმაყოფილება სავალდებულო 2022 წლის პირველი იანვრიდან ხდება. კარგი საწარმოო პრაქტიკის (GDP) მიზანია უზრუნველყოს, რომ ფარმაცევტული პროდუქცია, რომელიც პირდაპირ ეხება ადამიანთა ჯანმრთელობას, მზადდებოდეს საიმედო გარემოში და პირობებში, კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა (GDP) კი გულისხმობს, რომ პროდუქცია ინახება და ხდება მისი ტრანსპორტირება ისე, რომ დაცულია ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციით გათვალისწინებული გარემო პირობები სტანდარტებთან შესაბამისად. GMP საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლა 2016 წლიდან იგეგმებოდა, თუმცა სისტემის დანერგვა, ფარმაცევტული დაწესებულებების თხოვნითა და მათთვის მოსამზადებელი პერიოდის გახანგრძლივების მიზნით ჯერ 2018 წლის პირველ იანვრამდე გადაიდო, მოგვიანებით კი, 2019 წლის პირველი ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა. GMP/GDP-ის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)