|
2021-09-29 16:49:27, 721 ნახვა
საზოგადოება
EUobserver - ევროკავშირი საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს განიხილავს
არალეგალური ბინადრობის უფლება და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი სახელმწიფოდან, ასევე მოლდოვადან, საქართველოდან და უკრაინიდან, იწვევს დისკუსიებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.-ამის შესახებ ინფორმაციას „Euobserver“-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 27 სექტემბრით დათარიღებული „ევროკავშირის“ შიდა დოკუმენტის შინაარსიც ცნობილი გახდა ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის დასავლეთ ბალკანეთში დაგეგმილ ვიზიტამდე. როგორც ჩანს, იმედგაცრუება იზრდება საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში, შესაბამისად ეს ქვეყნები არიან საკითხის განხილვის ინიციატროები. ჩერნოგორიის, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს უფლება აქვთ ევროკავშირში ვიზის გარეშე იმოგზაურონ 90 დღის განმავლობაში 2009 წლის დეკემბრიდან. ამას მოჰყვა 2010 წელს ალბანეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა 2014 წელს და საქართველო და უკრაინა 2017 წელს. უვიზო მიმოსვლა ევროკომისიამ განიხილა როგორც „მნიშვნელოვანი მიღწევა" „ევროკავშირსა“ და დასავლეთ ბალკანეთსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის. თუკი ქვეყნიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნებისა და არალეგალური ცხოვრების შემთხვევები 50%-ზე მეტით გაიზრდება, მაშინ ვიზის შეჩერების მექანიზმის მიხედვით, მსგავს ქვეყანას შესაძლოა მოეხსნას უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ასევე იგივე საფრთხე ემუქრებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების დაბრუნებაზე. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, გერმანიამ წარმოადგინა იმ ქვეყნების ათეული, რომელიც არღვევს „ევროკავშირში“უვიზოდ მიმოსვლის წესებს, მათ შორის არის საქართველო და ის მე-10 ადგილს იკავებს. ათეულში ალბანეთი მეორე ადგილზეა, უკრაინა მეხუთეზე, სერბეთი მეშვიდეზე, მოლდოვა მეცხრეზე დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა 51% ით გაიზარდა ბოლო სამი თვის განმავლობაში, "თუ ეს ქვეყნები გაუმჯობესებისთვის ბევრს არაფერს იზამენ, ჩვენი აზრით, ევროპულმა კომისიამ ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება რეალური შესაძლებლობაა", – წერია ანგარიშში. აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნები 13 ოქტომბერს განიხილავენ.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)