05:52 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-29 10:36:42, 509 ნახვა

პოლიტიკა
მარინა კალიურანდი - დიპლომატების მოსმენის საკითხი პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე ვერ ჩაივლის

ევროკავშირი სათანადო ზომებს მიიღებს და საქართველოს მთავრობას სთხოვს, იპოვოს დამნაშავეები, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სუს-ის ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში, გარდა კანონიერი საჭიროების შემთხვევებისა, ასეთი მოსმენები მიუღებელია. საინტერესოა ის, რომ ერთი კვირის წინ ევროპის პარლამენტში „პეგასუსის“ საქმეზე გვქონდა დისკუსიები და ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად უპატიებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უკანონო თვალთვალი და რამდენად დიდ დარტყმას აყენებს ეს დემოკრატიას. იგივე შემიძლია ვთქვა საქართველოზეც. იმ ადამიანებმა, რომლებიც ამაში დამნაშავეები არიან, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. არ არსებობს არანაირი გამართლება იმისა, რომ ვინმემ საქართველოს პოლიტიკოსებზე თუ ევროპელ დიპლომატებზე იჯაშუშოს. ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით სათანადო ზომებს მიიღებს და საქართველოს მთავრობას სთხოვს იპოვოს დამნაშავეები და მას პასუხი აგებინოს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მანვე დასძინა,რომ დიპლომატების მოსმენა დამტებითი ნაბიჯებისა და პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე ვერ ჩაივლის.

„ამ ეტაპზე რთულია ჩემთვის რაიმე კონკრეტული ვთქვა, რადგან ეს მხოლოდ სპეკულაცია იქნება. როგორც თქვენ ახსენეთ, ერთ-ერთი ნაბიჯი ბრიუსელში საქართველოს ელჩის ევროკავშირის სათაო ოფისში განმარტებების გასაკეთებლად გამოძახება იყო. ახლა ევროკავშირი ელოდება იმაზე დამატებით განმარტებებს, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვინა არის ამაზე პასუხისმგებელი და რის გაკეთებას აპირებს საქართველოს მთავრობა ამ საქმესთან დაკავშირებით. იმიტომ რომ, ეს ასე, დამატებითი ნაბიჯების და პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე ვერ ჩაივლის.

საქართველოს მთავრობამ უნდა გაარკვიოს რა მოხდა რადგან საქართველო დემოკრატიაა და მთავრობამ დემოკრატიის ასეთ დარღვევაზე რეაგირება უნდა გააკეთოს“, - დასძინა კალიურანდმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics