05:52 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 21:04:40, 376 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  შეხვედრა გამართა, სადაც მათი საქმიანობის ძირითადი  მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.- ინფორმაციაას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა დედაქალაქში გენდერული თანასწორობის პროცესის ხელშეწყობისა და გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზეციმსჯელეს. 

მაჟორიტარობის კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების" საკრებულოს გუნდი ორიენტირებული იქნება თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაზე. 

„ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას შრომის თანასწორი ანაზღაურების პოლიტიკისა და მიზნობრივი დასაქმების პროგრამების განხორციელების მიმართულებით, რაც ჩვენი მოქალაქეების გაძლიერებას და, საბოლოოდ, ქალაქის ეკონომიკურ განვითარებასა და სიღარიბის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს", – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ  

"მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან თემატურ შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გამართავს, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა და ის მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით უკანასკნელ წლებში მოქალაქეების მხარდასაჭერად ხორციელდება."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics